ეკონომიკის სამინისტრომ სომხეთთან დამაკავშირებელი რუსთავი-სადახლოს და რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალის მშენებლობისთვის ექსპროპრიაცია გამოაცხადა. ექსპროპრიაციის შესახებ მინისტრის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და ის ძირითადად მარნეულის მუნიციპალიტეტში კერძო მესაკუთრეებისგან მიწების გამოსყიდვას ითვალისწინებს.
ანალოგიური ბრძანებები ეკონომიკის სამინისტროს გასულ წელსაც ჰქონდა გამოცემული და მათი მეშვეობით პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი მიწების სახელმწიფოსთვის გადაცემა მოხდა.
აღნიშნული ბრძანების თანახმად მოხდება 1132 კვადრატული მეტრის; 1409 კვადრატული მეტრის; 1460 კვ. მეტრის; 857 კვ. მეტრის და 716 კვ მეტრის და 3580 კვ მეტრის მიწის ნაკვეთების იძულების წესით გამოსყიდვა. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობისთვის უწყებამ მიწების იძულების წესით გამოსყიდვის ბრძანებები გასულ წელსაც გამოსცა.
ახალი მაგისტრალი ქალაქ რუსთავში დაიწყება და წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით აშენდება. პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერები უკვე გამოცხადებულია (ლოტი 1 და ლოტი 2; ლოტი 3 და ლოტი 4).
პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, 61.3 კმ, 4-ზოლიანი, გარე განათების სისტემით უზრუნველყოფილი ბეტონის ჩქაროსნული გზა აშენდება, 26 ხიდითა და 11 სატრანსპორტო კვანძით, სადაც საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი მოთხოვნა იქნება დაცული.
ახალი მაგისტრალის მშენებლობას EIB 250 მილიონი ევროს კრედიტით აფინანსებს. აღნიშნული სახსრების ათვისება მიმდინარე წლიდან უნდა დაიწყოს.
2025 წელს პროექტზე 190 მლნ ლარი, 2026-ში 280 მილიონი ლარი, 2027-ში 250 მილიონი ლარი, 2028 წელს კი 90 მილიონი ლარი დაიხარჯება.
სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის…
საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი…
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი…